ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    dev.orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

ერთად #მეტიუკრაინისთვის

1/1

კამპანიის შინაარსი

  "ორბელიანი მეტის“ გადაწყვეტილებით, იქმნება ქრაუდფანდინგის კამპანია საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად! ამ დროისათვის საქართველოში რამდენიმე ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება შინ დაბრუნების იმედით!   სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები, კერძო და არასამთავრობო სექტორი აქტიურად გამოხატავენ მხარდაჭერას, პატივისცემასა და სიყვარულს უკრაინელი ერის მიმართ.  თბილისში გამართული აქციებით ვცდილობთ, მივაწვდინოთ ხმა და ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა გმირ უკრაინელ ხალხს!  არაერთი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. მოხალისეობრივრად კი რამდენიმე ათეული ადამიანი უკრაინაში გაემგზავრა.   ჩვენ, საქართველოში მყოფი რიგითი მოქალაქეები ვცდილობთ, გამოვხატავთ, გვტკივა, განვიცდით და ვფიქრობთ...   ვფიქრობთ, იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმაზე #მეტი ვიდრე ვაკეთებთ?! „ორბელიანი მეტის“  გადაწყვეტილებით, აქ და ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის  ვიქცეთ #მეტ იმედად, #მეტ მხარდამჭერად, #მეტ მეგობრად, #მეტ ერთობად და  #მეტ სიკეთედ.   საჭიროა ჩვენი სრული მობილიზება საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად. კამპანია, #მეტიუკრაინისთვის მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის თანხის შეგროვება, რომელიც მოხმარდება მათ საჭიროებებს.   2 აპრილს, "ორბელიანი საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, შევხვდებით საქართველოში მყოფ უკრაინელ ხალხს, სადაც გაგვიზიარებენ ინფორმაციას თუ რა სჭირდებათ, რა სურთ, რა განწყობა აქვთ და როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ. სწორედ მათი ხმა გადაწყვეტს, როგორ დავხარჯავთ შეგროვილ თანხას, რომ ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს.  ვერთიანდებით ადამიანებისთვის,  რომლებსაც ახლა სამშობლოდან შორს ყოფნა უწევთ  და მათთვის ვქმნით  #მეტ მხარდაჭერას, #მეტ შესაძლებლობას, #მეტ დახმარებას #მეტ მეგობრობას #მეტ სიყვარულს.    კამპანია  იქნება სრულიად გამჭირვალე და თითოეული თქვენგანი შეძლებს თვალი ადევნოს კამპანის ფარგლებში განხორციელებულ  მხარდასაჭერ აქტივობებს.  „ორბელიანი მეტი“ აქტიურად გაგიზიარებთ სიახლეებს და კამპანიის ფარგლებში გაგაცნობთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალქეებს!  ვის თუ არა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, უახლოესი წარსულის გამო,  კარგად გვესმის მათი ამჟამინდელი განცდების, შიშების, პრობლემებისა და სირთულეების.  

სულ გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთობას  მე, შენ და  ჩვენ ვქმნით.

სწორედ ამიტომ,

ერთად #მეტიუკრაინისთვის!

11 მხარდამჭერი

ანონიმური

10,000.0 
April 26, 2022

კახაბერ ლომაძე

50.0 
April 06, 2022

ანონიმური

100.0 
April 06, 2022

Revaz Barbakadze

100.0 
April 06, 2022

Tamar Tatishvili

100.0 
April 06, 2022

ანონიმური

10,300.0 
April 05, 2022

Ekaterine Grigalava

100.0 
March 24, 2022

ანონიმური

10.0 
March 23, 2022

ანონიმური

100.0 
March 23, 2022

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

30.0 
March 23, 2022

ანონიმური

300.0 
March 23, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია