ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.
გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.
დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”
ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.
დაამატეთ კამპანიის დეტალები
შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.
შეავსეთ მითითებული ველები
შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”.
გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით.
გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები.
გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”
dev.orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა.
ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.
„იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.
იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.
თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ.
თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის :
” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”
გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გარეგარე - ბუნებრივი თამაშის ცენტრის მიზანია გააერთიანოს გარე განათლების მხარდამჭერი მექანიზმები, როგორიცაა ინკლუზიური, გარე განმავითარებელი სათამაშო მოედანი და გარე ბაღის კონცეფცია ერთად.გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ გარე განათლებაში, პირველი ტყის ბაღის "ბუნებარეს" ავტორი და დამფუძნებელი გახლავართ საქართველოში, გამაჩნია წარმატებული პროექტის მართვის გამოცდილება, გარეგარეს შექმნა აუცილებლად გააჩენს დამატებით შესაძლებლობას ბავშვთა გარე განათლების გაძლიერების კუთხით.ბუნებარეს ტყის ბაღი მხოლოდ ნახევარი განაკვეთით მუშაობს, ვინაიდან საჯარო სივრცეში ვიმყოფებით. შესაბამისად, მდგრადი გარემოს შექმნა ინვენტარიზაციის და სათამაშო მოედნების უზრუნველყოფის მხრივ შეუძლებელია. თუმცა ბუნებარეს გუნდი მაქსიმუმს ვაკეთებთ და პრეცენდენტებს ვქმნით ალტერნატიული პედაგოგიკის მიმართულებით, ამიტომ ყოველდღე ვაშენებთ და ვშლით სათამაშო მოედნებს, რათა ბავშვებს ყველა მხრივ ჰოლისტური განვითარების შესაძლებლობები მივცეთ. ცალკეული მშობლებისთვის სირთულეს წარმოადგენს 4-5 საათიანი გრაფიკი, რის გამოც ბევრი ვერ სარგებლობს ბუნებარეს უნიკალური პროგრამით. ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება პარალელურად დავამატოთ კერძო სივრცე, სადაც გარეგარე იფუნქციონირებს დილიდან საღამომდე გრაფიკით და მივცემთ ოჯახებს საშუალებას, ჩაერთონ ბუნებრივი განვითარების ცენტრში. შესაბამისად, ეს გაზრდის ჩვენი მომხმარებლების რაოდენობას არჩევითობით: ვისთვის ტყის ბაღში, ბუნებარეში იქნება სივრცე, ნაწილისთვის გარეგარეს სივრცე მისცემს საზოგადოებას ჯანსაღი გარე განათლების მიღების ყველა პირობას. ტყის პედაგოგიკის პარალულურად ბუნებრივი თამაში ცენტრის არსებობა ამავდროულად კონკურენტული იქნება მდგრადი განათლების, მწვანე ბიზნესის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რომელიც გარე განათლებას დამატებით მხარდაჭერას გაუწევს. გარეგარეს პროექტი დავიწყეთ ჩვენი სახსრებით, ერთადერთი ამ გარემოს განმავითარებელი და დამფინანსებელი არის ბუნებარეს ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე ბუნებრივი თამაშის ცენტრის სრულყოფილად მოწყობა მხოლოდ ჩვენი სახსრებით - აღმოჩნდა გამოწვევა, რისთვისაც ჩვენს გუნდს გვესაჭიროება საზოგადოების თანადგომა, რათა ასევე საზოგადოებამ მოკლე ვადაში მიიღოს ჩვენგანვე სივრცე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან ჩვენი გუნდისგან.რა არის გარე ბაღის კონცეფცია?ბუნებარეს მსგავსად, გარე ბაღი არის სივრცე, სადაც ბავშვები მუდმივად გარეთ, ბუნებრივ სივრცეში იმყოფებიან. განსხვავება ისაა, რომ ტყის ბაღში ნახევარ განაკვეთზე მიმდინარეობს სწავლა, გარე ბაღის შემთხვევაში კი, დილიდან საღამომდე. პროგრამა იფუნქციონირებს იმავე ღირებულებებზე, რა ღირებულებებსაც ბუნებარე და გარე განათლების სივრცეები იყენებენ მსოფლიოში, თამაშით სწავლებასა და მულტისენსორულ გარემოს მაქსიმალურად გამოყენებაზე, რისი მიზანიცაა ნებისმიერ ბავშვთან ჰოლისტური განვითარება.რადგანაც Ბავშვებს გამორჩეულად უყვართ გარეთ თამაში, მაგრამ შესაძლებლობები ამის განხორციელებისთვის სულ უფრო მცირდება დიდ ქალაქებში, გარეგარეს სივრცე დაიტვირთება ამ საჭიროების უზრუნველყოფით.ასეთი სათამაშო მოედნის შექმნის “ოქრის წესი” მდგომარეობს შემდეგში : წარმატებული სათამაშო მოედანი ქმნის თამაშის ღირებულების მაქსიმუმს, ყველა ბავშვისთვის. იგი ასევე კარს უღებს ბავშვთა დღის ცენტრებს, თერაპევტებს და სპეციალისტებს, რომლებსაც შეეძლებათ თანადამხმარე სივრცედ გამოიყენოს აუტისტური სპექტის მქონე თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ოკუპაციური განვითარების მხრივ.ბუნებრივი თამაშის ცენტრი სათამაშო მოედნის დიზაინში აერთიანებს შემდეგ კომპონენტებს:Მდგრადი სათამაშო მოედანი (Sustainable playground)Მდგრადი სათამაშო მოედანი ემსახურება მდგრადი რესურსების გამოყენებას: ორგანული (ხეები, ყვავილები), გადამუშავებული ან გამოუყენებელი რესურსები, მიზნობრიობის გარეშე. Ჯამში მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს 3 გზის გაერთიანებას: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური იდეის გაძლიერებას.ინკლუზიური სათამაშო მოედანი (Inclusive playground):ინკლუზიური სათამაშო მოედანი გვთავაზობს სენსორულად მრავალფეროვან გარემოს, რაც ხელს უწყობს ბავშვებს განვითარდნენ ფიზიკურად, სოციალურად და ემოციურად. Მსგავსი ჩართულობის სივრცე უზრუნველყოფს შესაძლებლობებიდან გამომდინარე თამაშს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებზე და ინტერესზეა მორგებული.Სენსორული უნივერსალური სათამოშო მოედანი (Sensory Universal playground)სენსორული სათამაშო მოედნის უნივერსალური ხასიათი საშუალებას აძლევს და აძლიერებს საზოგადოების თანაბარმნიშვნელიანობას, სოციალურად ჯანსაღ დამოკიდებულებსბ და განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, სადაც ყველას შეუძლია თამაში, სწავლა და განვითარება ერთად.უნივერსალური სენსორული სათამაშო მოედნის არსებობა სთავაზობს მშობლებს, დააკმაყოფილოს მრავალფეროვანი მოთხოვნილებები ბავშვების ჯანსაღი და მდგრადი განვითარების მიღწევისთვის.აღსაზრდელებისთვის გარემოში გათვალისწინებულია სველი წერტილი, ოკუპაციურად განმავითარებელი მრავალფუნქციური სივრცეები, დასაძინებელ-დასასვენებელი სივრცე (სპეც კარავი), საკოცონე ადგილი, თავშეყრის, სენსორული აქტივობების, პერმაკულტურის არეალი, ფიზიკური გამოწვევების, საცოცი კედლების, ტალახის სამზარეულოს, სასადილოსა და მუსიკის კუთხის სივრცეები.გარეგარე მიისწრაფვის შექმნას პრინციპები წარმოსახვითი, ინოვაციური და სტიმულაციური სათამაშო სივრცისთვის, რაც გარე განათლებაში კიდევ ერთ ბუნებრივი თამაშის ცენტრს შექმნის ბუნებარესთან ერთად.გახდი ალტერნატიული განათლების თანამონაწილე ყველაზე ბუნებრივი ბავშვობისთვის!თამარა ჩაკვეტაძე - ბუნებარეს ტყის ბაღის დამფუძნებელი; გარეგარეს იდეის ავტორი და დამფუძნებელი;ერეკლე სოსელია - გარეგარეს პროექტის თანადამფუძნებელი.
62 მხარდამჭერი
მარიამ ონიანი
230.0 ₾
May 27, 2023
მამუკა პავლიაშვილი
50.0 ₾
May 27, 2023
თეო რეხვიაშვილი
50.0 ₾
May 27, 2023
ელენე დიდებულიძე
39.0 ₾
May 27, 2023
ანონიმური
50.0 ₾
May 26, 2023
ანონიმური
20.0 ₾
May 26, 2023
Nina Leijonmarck
200.0 ₾
May 25, 2023
ალექსანდრე ზვიადაური
50.0 ₾
May 25, 2023
მაკა სართანია
50.0 ₾
May 25, 2023
Salome Ichkiti
20.0 ₾
May 25, 2023
Bakari Baratashvili
20.0 ₾
May 25, 2023
გიორგი ესვანჯია
20.0 ₾
May 24, 2023
Natalia Dvali
20.0 ₾
May 24, 2023
Tamar კალმახელიძე
10.0 ₾
May 24, 2023
ანონიმური
10.0 ₾
May 19, 2023
ანონიმური
100.0 ₾
May 19, 2023
თათია გაგუა
50.0 ₾
May 18, 2023
ანონიმური
10.0 ₾
May 18, 2023
ანნა ლაცაბიძე
5.0 ₾
May 17, 2023
ანონიმური
100.0 ₾
May 15, 2023
მაია გოგოლაძე
30.0 ₾
May 14, 2023
ანონიმური
50.0 ₾
May 13, 2023
მაია ჭუმბურიძე
5.0 ₾
May 10, 2023
ანონიმური
20.0 ₾
May 10, 2023
ანონიმური
4.0 ₾
May 09, 2023
მაია ჯავახიშვილი
50.0 ₾
May 09, 2023
Nana Khuskivadze
50.0 ₾
May 08, 2023
სანდრო დათიშვილი
70.0 ₾
May 05, 2023
რობერტ კოტოვი
50.0 ₾
May 05, 2023
მარიამ გოგავა
10.0 ₾
May 04, 2023
ანონიმური
50.0 ₾
May 04, 2023
ირაკლი სოსელია
100.0 ₾
May 02, 2023
Ana Dvalishvili
25.0 ₾
May 01, 2023
სოფიო პარლაგაშვილი
25.0 ₾
May 01, 2023
ანჟელა რომანაძე
10.0 ₾
May 01, 2023
ანონიმური
10.0 ₾
April 30, 2023
ნინო ხიმშიაშვილი
2.0 ₾
April 28, 2023
ანონიმური
50.0 ₾
April 28, 2023
მერაბ ჩიქვინიძე
500.0 ₾
April 24, 2023
რატი ბოქოლიშვილი
200.0 ₾
April 21, 2023
Tamar Giorgadze
100.0 ₾
April 18, 2023
Mareh Shervashidze
300.0 ₾
April 14, 2023
ნათია ჭელიძე
5.0 ₾
April 14, 2023
თამარი დავითულიანი
200.0 ₾
April 13, 2023
მარიამ ტაბატაძე
50.0 ₾
April 13, 2023
რეზი წულუკიძე
200.0 ₾
April 12, 2023
ელისაბედ ჯიჯავაძე
50.0 ₾
April 12, 2023
Bella Radenovich
50.0 ₾
April 11, 2023
გიორგი თაბაგარი
30.0 ₾
April 11, 2023
ანონიმური
50.0 ₾
April 11, 2023
ია ურუმაშვილი
20.0 ₾
April 11, 2023
Keti Tsulukidze
50.0 ₾
April 11, 2023
ანონიმური
50.0 ₾
April 11, 2023
ლიკა ქურციკიძე
20.0 ₾
April 11, 2023
ეკატერინე ქადაგიძე
100.0 ₾
April 11, 2023
ანა ტრაპაიძე
10.0 ₾
April 11, 2023
დოდი ხარხელი
20.0 ₾
April 11, 2023
ანონიმური
50.0 ₾
April 11, 2023
ანონიმური
20.0 ₾
April 11, 2023
ლანა მუშკუდიანი
20.0 ₾
April 11, 2023
სალომე გვიანიძე
10.0 ₾
April 11, 2023
დუდუ მესხი
10.0 ₾
April 11, 2023
სიახლეები არ მოიძებნა
მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით
კამპანიის ლოკაცია
400 ₾
გაცემული კონტრიბუცია
400 ლარის შემოწირულობის შემთხვევაში, პირს გადაეცემა ერთ თვიანი სწავლის ვაუჩერი 1 ბავშვისთვის როგორც კი გარეგარე - პროექტი ამუშავდება საჯაროდ. ამავე პირს შეეძლება მოპოვებული ერთჯერადი ვაუჩერი გადასცეს სხვას საჩუქრად